არქიმანდრიტი ილარიონი ივერი მელაშვილზე თავდამსხმელს, ბაქარ ადამიას გამოესარჩლა.
მედიაში გავრცელებულ თავდასხმის კადრებზე მან ადამიას დამცველი კომენტარები დაწერა.
"ვინმემ არ გაბედოს ამ ახალგაზრდა კაცის დადანაშაულება! იმედია, მალე, ასეთ "უხერხულობებს" უახლოეს 10 წელი მაინც აერიდება", - დაწერა სასულიერო პირმა.
შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილს მაღაზიაში თავს დაესხნენ. ერთერთმა მოქალაქემ, ბაქარ ადამიამ მას "მოღალატე" უწოდა და შეურაცხყოფა მიაყენა.
ცნობისთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ კარტოგრაფების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია დაიწყო. მაგალითად, ივერი მელაშვილის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს ქართული ოცნების პარტაქტივი, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები და პარტიის მხარდამჭერები. ამის დამადასტურებელი 100-ზე მეტი სქრინი პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ გაავრცელა.